Loading data...
OpenAI-ის AI აგენტმა ავსტრალიის სამთავრობო საიტი გატეხა

კომპანია OpenAI-ის AI აგენტმა ავსტრალიის სამთავრობო საიტის დახურულ მონაცემებზე წვდომა მოიპოვა. ამის შესახებ ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა ენტონი ალბანეზემ განაცხადა, რომელიც ნიუ-იორკში, გაეროს გენერალურ ასამბლეაში მონაწილეობს. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს. 

ხელოვნური ინტელექტის პროგრამამ ჯანმრთელობის დაზღვევის ერთიანი სისტემის, Medicare სტატისტიკაზე წვდომა მოიპოვა. ავსტრალიის პრემიერ-მინისტრი არ გამორიცხავს, რომ კიბერშეტევა კიდევ 2 ან 3 სამთავრობო სისტემაზე განხორციელდა. ავსტრალიის ხელისუფლება ვარაუდობს, რომ პაციენტების პირადი მონაცემები არ გაჟონილა, მაგრამ გამოძიება გრძელდება.

ავსტრალიის პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ Open AI-მ დაცვის უკეთესი პროტოკოლები უნდა გამოიყენოს.

თავის მხრივ, OpenAI-ში აცხადებენ, რომ მისმა თანამშრომლებმა ვერ აღმოაჩინეს, რომ პაციენტების მონაცემებზე პროგრამამ წვდომა მოიპოვა. ენტონი ალბანეზე კი ამბობს, რომ ეს გახდა თვალსაჩინო მაგალითი, თუ რატომ აპირებს ავსტრალია AI სფეროს რეგულირებისთვის უსაფრთხოების ნორმების შემუშავებას.