„ომის შემსწავლელი ინსტიტუტი“: პუტინი ყაზახეთს სანქციების გვერდის ავლისთვის იყენებს
საერთაშორისო ორგანიზაციის „ომის შემსწავლელი ინსტიტუტის“ ანალიტიკოსები ამბობენ, რომ კრემლის ლიდერი, ვლადიმერ პუტინი ყაზახეთს სანქციების გვერდის ავლისთვის იყენებს.
„კრემლი, სავარაუდოდ, აპირებს გააღრმაოს ეკონომიკური და სატრანზიტო ურთიერთობები ყაზახეთთან, ნაწილობრივ გააგრძელოს ყაზახეთის, როგორც ძირითადი შუამავლის გამოყენება სანქციების გვერდის ავლის სქემის გამოსაყენებლად“, - აცხადებენ ანალიტიკოსები.
27 ნოემბერს პუტინი თავის ყაზახ კოლეგას ყასიმ-ჟომარტ ტოკაევს ასტანაში შეხვდა. მათ ხელი მოაწერეს ერთობლივ განცხადებას რუსეთ-ყაზახეთის სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების შესახებ, როგორც რუსეთის ძალისხმევის ნაწილი „ახალი მსოფლიო წესრიგის“ დამყარების მიზნით.
პუტინმა და ტოკაევმა ხელი მოაწერეს კიდევ 19 დოკუმენტს, რომელიც გაღრმავებს რუსეთ-ყაზახეთის პოლიტიკურ, ეკონომიკურ, ენერგეტიკულ და სატრანზიტო თანამშრომლობას.
პუტინი და ტოკაევი ასევე შეთანხმდნენ რუსული საგანმანათლებლო და რუსულენოვანი დაწესებულებების გაფართოებაზე ყაზახეთში.