1775834353
უცხოეთი
„ომის დასრულებას, შესაძლოა, დიდი დრო არ დასჭირდეს“ - ბუდანოვმა განაცხადა, რომ უკრაინა რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმების მიღწევას უახლოვდება
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა კირილ ბუდანოვმა განაცხადა, რომ კრემლთან შესაძლო სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის მიმართულებით პროგრესს ხედავს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ომის დასრულებას, შესაძლოა, დიდი დრო არ დასჭირდეს, - ამის შესახებ Bloomberg-თან ინტერვიუში განაცხადა.
ბუდანოვი მიიჩნევს, რომ რუსეთსაც სურს ომის დასრულება.
„ომი უნდა დასრულდეს. სწორედ ამიტომ აწარმოებენ მოლაპარაკებებს. არ მგონია, რომ ამას დიდი დრო დასჭირდეს“, - განაცხადა მან.
მისი თქმით, რუსეთს შეთანხმების მიღწევის აშკარა სტიმული აქვს.
თუმცა, მან არ უპასუხა კითხვას, ტერიტორიულ საკითხთან დაკავშირებით, რაც მოლაპარაკებების ყველაზე რთული საკითხია.
„საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული“, - დასძინა ბუდანოვმა.