Loading data...
ომის დასასრული ახლოვდება? ტრამპმა უკრაინაში პროგრესის შესახებ ახალი განცხადება გააკეთა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ცენტრალური აზიის ქვეყნების წარმომადგენლებთან შეხვედრისას უკრაინაში ომის დასრულების საკითხთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი პროგრესის შესახებ განაცხადა.

ტრამპმა განაცხადა, რომ მისმა ადმინისტრაციამ უკვე დადო სამშვიდობო შეთანხმება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს რვა ომიდან ერთ-ერთია, რომელიც აშშ-მ 8 თვეში შეაჩერა.

„ჩვენ ვცდილობთ, თუ შესაძლებელია, რუსეთსა და უკრაინას შორის კიდევ ერთი ომი დავასრულოთ. ჯერ წარმატებას ვერ მივაღწიეთ, მაგრამ ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვან პროგრესს მივაღწიეთ“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გავლენის შესახებ კითხვაზე პასუხის გაცემისას, ტრამპმა აღნიშნა, რომ რუსული ნავთობის ექსპორტი „მნიშვნელოვნად შემცირდა“ და იმედოვნებს, რომ ეს გავლენას მოახდენს უკრაინაში ომის დასრულებაზე.

„ჩვენ უბრალოდ გვინდა, რომ ეს ომი დასრულდეს. ამდენი ადამიანი იღუპება... ჩვენ გვჯერა, რომ გარკვეულ მომენტში ისინი გონს მოეგებიან და ამას შეწყვეტენ“, - დასძინა მან.