ომანის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, აშშ-მა და ირანმა ჟენევაში გამართულ მოლაპარაკებებში „მნიშვნელოვან პროგრესს“ მიაღწიეს და მხარეები მომავალ კვირას ვენაში კვლავ შეხვდებიან ერთმანეთს
ომანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბადრ ალბუსაიდიმ განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის ჟენევაში გამართულ მოლაპარაკებებში მხარეებმა „მნიშვნელოვან პროგრესს“ მიაღწიეს, ხოლო ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ ტექნიკური დისკუსიები მომავალ კვირას ვენაშია დაგეგმილი.
ალბუსაიდი, რომელიც დისკუსიებში შუამავლის როლს ასრულებს, X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში აცხადებს, რომ მოლაპარაკებები „მალე განახლდება შესაბამის დედაქალაქებში კონსულტაციების შემდეგ“.
„ტექნიკურ დონეზე დისკუსიები მომავალ კვირას ვენაში გაიმართება.
მადლიერი ვარ ყველა დაინტერესებული მხარის ძალისხმევისთვის: მომლაპარაკებლების, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს და ჩვენი მასპინძელი შვეიცარიის მთავრობის“, - დასძინა ალბუსაიდიმ.
We have finished the day after significant progress in the negotiation between the United States and Iran. We will resume soon after consultation in the respective capitals. Discussions on a technical level will take place next week in Vienna. I am grateful to all concerned for…
— Badr Albusaidi - بدر البوسعيدي (@badralbusaidi) February 26, 2026