1771354953
უცხოეთი
ომანის საგარეო საქმეთა მინისტრი: ირანმა და აშშ-მა ჟენევის მოლაპარაკებებში „კარგ პროგრესს“ მიაღწიეს
აშშ-მ და ირანმა ჟენევაში დღეს გამართული მოლაპარაკებების ახალ რაუნდზე „კარგ პროგრესს“ მიაღწიეს, - ამის შესახებ ომანის საგარეო საქმეთა სამინისტრო იუწყება.
„ირანის ისლამურ რესპუბლიკასა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ჟენევაში გამართული დღევანდელი არაპირდაპირი მოლაპარაკებები საერთო მიზნებისა და შესაბამისი ტექნიკური საკითხების განსაზღვრის მიმართულებით კარგი პროგრესით დასრულდა“, - წერს საგარეო საქმეთა მინისტრი ბადრ ალბუსაიდი.