Loading data...
„ომამდე ბოლო არჩევნები“ - ორბანის განცხადებით, არსებობს გეგმა, რომლის მიხედვით, ევროკავშირი ომში 2030 წლისთვის ჩაერთვება

ბრიუსელში უკვე შემუშავებულია გეგმა, რომლის მიხედვითაც, ევროკავშირი ომში 2030 წლისთვის ჩაებმება, - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა ქალაქ სომბატჰელიში, „ომის საწინააღმდეგო მიტინგზე“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ორბანის თქმით, დღეს ყველაზე დიდი საფრთხე ის არის, რომ უნგრეთის ფულს, რომლის გამოყენებაც ქვეყნის ეკონომიკისთვის სურთ, წაართმევენ და უკრაინას გადასცემენ.

„არსებობს გეგმა, რომლის მიხედვითაც, ევროკავშირი ომში 2030 წლისთვის ჩაერთვება და მათი მოსახლეობა ამისთვის ემზადება. ევროკავშირმა ომის ეკონომიკაზე გადასვლა გამოაცხადა. ამიტომ, 2026-2030 წლების პერიოდი ჩვენს ცხოვრებაში ყველაზე საშიში იქნება. 2026 წელი ომამდე ბოლო არჩევნებია, ამიტომ ჩვენ ომის საწინააღმდეგო მიტინგებს ვატარებთ“, - აცხადებს უნგრეთის პრემიერი. 

უკრაინელები 1,5 ტრილიონ დოლარს ითხოვენ, რაც ჩვენს ფულსაც მოიცავს. თუ უკრაინის ტერიტორიაზე რუსებთან შეთანხმების გარეშე ევროკავშირის ერთი სამხედრო მაინც გამოჩნდება, ეს ნიშნავს, რომ ომში შევედით. ევროკავშირის ხელმძღვანელობა კი არ დაკმაყოფილდება იმით, რომ კავშირის მხოლოდ ნახევარი წავა ომში, ბრიუსელი ზეწოლას მოახდენს ყველა წევრ სახელმწიფოზე, რათა მონაწილეობა მიიღონ ომში“, - აღნიშნა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა.