Loading data...
ოლაფ შოლცი ნიუ-იორკში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება - მედია

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი ნიუ-იორკში ვიზიტის ფარგლებში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება. ამის შესახებ უკრაინული მედია გერმანიის სამთავრობო წყაროებზე დაყრდნობით იუწყება

წყაროების ცნობით, ვიზიტის ფარგლებში ოლაფ შოლცი ასევე გეგმავს მოლაპარაკებებს თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან და ბრაზილიის პრეზიდენტ ლუის ინასიუ ლულა და სილვასთან.  

„ჩვენ გვსურს, ნიუ-იორკში გავაგზავნოთ სიგნალი, რომ ეს კონფლიქტი, რუსეთის დამპყრობლური ომი, დღის წესრიგში რჩება“, - განაცხადა გერმანელმა მაღალჩინოსანმა, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა.

ცნობისთვის, მომდევნო კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ჩავა, რათა პრეზიდენტ ჯო ბაიდენს და პრეზიდენტობის კანდიდატებს, კამალა ჰარისსა და დონალდ ტრამპს, უკრაინის „გამარჯვების გეგმა“ წარუდგინოს. გავრცელებული ინფორმაციით, ბაიდენთან ზელენსკის შეხვედრა 26 სექტემბერს ვაშინგტონში გაიმართება.