Loading data...
ოლაფ შოლცი კანცლერობის ვადის ამოწურვის შემდეგ პოლიტიკიდან წასვლას აპირებს

ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ კანცლერობის ვადის ამოწურვის შემდეგ კარიერის გაგრძელება არ სურს. შოლცის განცხადებას გამოცემა FAZ-ი ციტირებს.

შოლცის თქმით, ამ ეტაპზე რჩება კანცლერის პოსტზე.

როგორც შოლცმა აღნიშნა, უფლებამოსილების ვადის ამოწურვის შემდეგ სურს კვლავ სურს „აბსოლუტურად ნორმალური მოქალაქე“ იყოს. 

გერმანიაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 2025 წლის 23 თებერვალს ჩატარდება. ახალი მთავრობა არჩევნების შედეგების მიხედვით დაკომპლექტდება.