Loading data...
ოკუპანტებმა ხერსონის ცენტრი დაბომბეს, დაღუპულია 2 ადამიანი - უკრაინული მხარე

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის ქალაქ ხერსონზე საჰაერო იერიში მიიტანეს. დაღუპულია 2 ადამიანი და არის ერთი დაშავებული, - ამის შესახებ ხერსონის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი რომან მროჩკო Telegram- ზე იტყობინება. 

„ხერსონის ცენტრალურ ნაწილზე რუსი ტერორისტების დღევანდელი ავიაიერიშის შედეგად, სამწუხაროდ 2 ადამიანი დაიღუპა“, - აცხადებს მროჩკო. 

მისივე თქმით, 55 წლის კაცმა სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები მიიღო. მისი თინეიჯერი შვილი მძიმე მდგომარეობაშია. ექიმები ბიჭის სიცოცხლისთვის იბრძვიან.

საჰაერო შეტევა ხერსონზე 👇

რუსული ძალები რეგულარულად უტევენ ხერსონს საჰაერო ბომბებით, დრონებით, არტილერიით და სხვა იარაღით. როგორც უკრაინული მხარე აცხადებს, მტერი მიზნად ისახავს სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განადგურებას. ის კლავს მშვიდობიან მოსახლეობას. 

17 აპრილს ოკუპანტებმა სასწრაფო დახმარების მანქანაზე დრონით მიიტანეს იერიში, რის შედეგადაც სასწრაფო დახმარების მანქანის მძღოლი დაშავდა.