1773998390
უცხოეთი
ოდესის ოლქზე რუსეთის საჰაერო შეტევის შედეგად პალაუს და ბარბადოსის დროშების ქვეშ მცურავი გემები დაზიანდა
რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა 19-20 მარტს, ღამით, დრონებით ოდესის ოლქზე საჰაერო იერიში განახორციელეს. დაზიანებულია ორი კომერციული გემი, რომლებიც პალაუს და ბარბადოსის დროშის ქვეშ დაცურავდა. ამის შესახებ „რბკ უკრაინა“ იუწყება.
ოდესის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის, ოლეგ კიპერის ცნობით, ორივე გემი ხორბლით იყო დატვირთული და ის ნავმისადგომთან იდგა.
პორტის ტერიტორიაზე ასევე ხორბლის ბუნკერი და დანადგარები დაზიანდა. ხანძარი სწრაფად იყო ლიკვიდირებული.
საერთო ჯამში 19 მოიერიშე დრონი 13 ლოკაციაზე დაეცა.
19 მარტს ოდესაზე დრონებით განხორციელებული მასირებული შეტევის შედეგად 10-ზე მეტი სახლი დაზიანდა.