Loading data...
ოდესის ოლქის 50 000-ზე მეტ მცხოვრებს რუსების იერიშის შედეგად ელექტროენერგია არ მიეწოდება

რუსეთის სამხედრო ძალებმა ოდესის ოლქზე დრონებითა და რაკეტებით იერიში მიიტანეს, რომლის სამიზნეც რეგიონის სამხრეთით მდებარე ენერგეტიკული და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა იყო, - განაცხადა რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოლეგ კიპერმა.

„თავდასხმის შედეგად, 50 000-ზე მეტი მცხოვრები დროებით ელექტროენერგიის გარეშე დარჩა“, - დაწერა მან Telegram-ზე. 

მისივე თქმით, დაზიანდა სამი საცხოვრებელი შენობა, ასევე საწყობები, ადმინისტრაციული შენობები და მანქანები.

კიპერის განცხადებით, რუსების იერიშის შედეგად არავინ დაშავებულა.