Loading data...
ოდესის მახლობლად „მიგ-29“ ტიპის უკრაინული ავიაგამანადგურებელი ჩამოვარდა

ოდესის მახლობლად უკრაინის შეიარაღებული ძალების ავიაგამანადგურებელი, „მიგ-29“ ჩამოვარდა. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.
წინასწარი ინფორმაციით, საავიაციო რაკეტის გაშვებისას უშტატო სიტუაცია მოხდა, თვითმფრინავს ცეცხლი გაუჩნდა და პილოტმა მართვა დაკარგა.
პილოტმა ბოლომდე სცადა თვითმფრინავის გადარჩენა, მაგრამ, საბოლოოდ კატაპულტირება მოახდინა. ინციდენტის მიზეზების დადგენა ხდება.
ინციდენტამდე ცოტა ხნით ადრე უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ინფორმაცია გაავრცელეს უპილოტო საფრენი აპარატების შესახებ, რომლებიც ოდესის ოლქის საპორტო ქალაქის, პივდენოეს მიმართულებით მიფრინავდნენ.