Loading data...
ოდესაზე სარაკეტო იერიშის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 5-მდე გაიზარდა

უკრაინის ქალაქ ოდესაზე სარაკეტო იერიშის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 5-მდე გაიზარდა. ამის შესახებ  საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის უფროსმა ოლეგ კიპერმა განაცხადა. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.

კიპერის ინფორმაციით, საავადმყოფოში 23 დაშავებული რჩება. მათ შორის 4-ის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.

რუსულმა ძალებმა ოდესაზე სარაკეტო იერიში 29 აპრილს საღამოს განახორციელეს. მათ ბალისტიკური რაკეტა გამოიყენეს კლასტერული საბრძოლო ნაწილით. დაზიანდა საცხოვრებელი სახლები და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.

სარაკეტო იერიშის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა შავი ზღვის სანაპიროზე განლაგებულ ოდესის იურიდიული აკადემიის სასახლეს, რომელსაც ადგილობრივი მოსახლეობა „ჰარი პოტერის სასახლეს“ უწოდებს.

20 აპრილს რუსულმა ძალებმა სარაკეტო იერიში ხარკოვზეც მიიტანეს. ხარკოვში ერთი ადამიანი დაიღუპა და 7 დაიჭრა. რუსულმა ძალებმა ოდესა კორექტირებადი ავიაბომბებით დაბომბა.