1771064898
უცხოეთი
ოდესაზე რუსული ძალების საჰაერო იერიშის შემდეგ სახლის ნანგრევებში ქალის ცხედარი აღმოაჩინეს
13-14 თებერვალს, ღამით, რუსულმა ძალებმა ოდესაზე მორიგი საჰაერო იერიში განახორციელეს. დანგრეულია საცხოვრებელი სახლი, სადაც მაშველებმა ქალის ცხედარი აღმოაჩინეს. ამის შესახებ „რბკ უკრაინა“ იუწყება.
„ოდესაზე შეტევა უპილოტო საფრენი აპარატებით განხორციელდა. ოდესაში მოიერიშე დრონი საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა, დაზიანდა სახლის სახურავი და გაჩნდა ხანძარი. შეტევას ერთი ქალი ემსხვერპლა“, - განაცხადა ოდესის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსმა ოლეგ კიპერმა.
ოდესაზე საჰაერო იერიშები პრაქტიკულად ყოველდღე ხდება. წინა დარტყმები 12, 10 და 9 თებერვალს განხორციელდა. დაზიანდა საცხოვრებელი სახლები და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა.