Loading data...
ოდესაში ავტომობილი აფეთქდა, რომელშიც უკრაინელი სამხედრო იმყოფებოდა

ოდესაში აფეთქდა მსუბუქი ავტომობილი, რომელშიც უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე იმყოფებოდა. ამის შესახებ „რბკ უკრაინა“ იუწყება.

აფეთქება იმ მომენტში მოხდა, როდესაც მძღოლი ავტომობილში ჩაჯდა და დაქოქა.

აფეთქების შედეგად 49 წლის კაცი დაშავდა.

ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მივიდნენ. მიმდინარეობს გამოძიება.