1764360866
უცხოეთი
NYT: ტრამპმა ვენესუელის ლიდერს, ნიკოლას მადუროს ესაუბრა
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გასულ კვირას ტელეფონით ესაუბრა ვენესუელის ლიდერს, ნიკოლას მადუროს, რომელიც აშშ-ის ძებნილთა სიაშია შეყვანილი.
ორი წყაროს ცნობით, ტრამპსა და მადუროს შორის საუბარი „გასული კვირის ბოლოს“ შედგა და მას აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიოც ესწრებოდა.
გამოცემა წერს, რომ საუბრის დროს მხარეებმა განიხილეს ორი ლიდერის შესაძლო შეხვედრა შეერთებულ შტატებში, თუმცა ჯერჯერობით ასეთი გეგმები არ არსებობს.
ტრამპსა და მადუროს შორის სატელეფონო საუბრის ფაქტი NYT-ს ვენესუელის მთავრობასთან დაახლოებულმა ორმა წყარომ დაუდასტურა.