1784879815
უცხოეთი
NYT: ირანმა ერაყის შუამავლობით წარდგენილი აშშ-ის ცეცხლის შეწყვეტის წინადადება უარყო
ირანმა უარყო აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიერ შეთავაზებული ცეცხლის შეწყვეტის წინადადება, რომელიც თეირანში ერაყის პრემიერ-მინისტრმა ალი ალ-ზაიდიმ ჩაიტანა. ინფორმაციას The New York Times-ი ირანელმა და ერაყელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.
თეირანში ვიზიტისას ერაყის პრემიერმა მოლაპარაკებები გამართა ირანის პრეზიდენტ მასუდ ფეზეშკიანთან, საგარეო საქმეთა მინისტრ აბას არაღჩისთან და პარლამენტის სპიკერ მოჰამად ბაღერ ღალიბაფთან.
თეირანმა შეთანხმება უარყო, რადგან შეთავაზება ჰორმუზის სრუტის კონტროლის საკითხს გადაუჭრელად ტოვებდა.
როგორც მედია წერს, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აშშ-ის მიდგომას „არალოგიკური, ხარბი და კონტროლირებადი“ უწოდა.