Loading data...
„ნუ გამოგვცდით“ - ბენიამინ ნეთანიაჰუ ისრაელის მტრებს აფრთხილებს

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ, სამხედრო-საჰაერო ძალების ერთ-ერთ ბაზაზე ვიზიტისას, რომლის ადგილმდებარეობაც არ ასახელებს, ისრაელის მტრებს აფრთხილებს, რომ ქვეყნის სიმტკიცე არ გამოცადონ.

„ჩვენს მტრებს ვეუბნები: ნუ გამოგვცდით. თქვენ უფრო მძიმე დარტყმებს მიიღებთ, ვიდრე აქამდე მიგიღიათ“, - აცხადებს ნეთანიაჰუ მისი ოფისის მიერ გავრცელებულ ვიდეოში.

ნეთანიაჰუ ხაზს უსვამს სამხედრო-საჰაერო ძალების მზადყოფნას, სიმტკიცესა და შესაძლებლობას, „დაარტყან ჩვენს მტრებს საჭიროების შემთხვევაში“.

მომავალი კვირის არჩევნების წინ ნეთანიაჰუ არაერთხელ აფრთხილებდა საზოგადოებას, რომ ისრაელის მტრებმა, შესაძლოა, თავდასხმის განხორციელება სცადონ.

„ჩვენ მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, თავი დავიცვათ. ნუ გამოგვცდით“, - აცხადებს ისრაელის პრემიერ-მინისტრი.