1754943135
უცხოეთი
„ნუ ენდობი პუტინს“ - სტარმერმა ტრამპი გააფრთხილა

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გააფრთხილა, რომ რუსეთის ლიდერის, ვლადიმერ პუტინის ნდობა არ შეიძლება.
კითხვაზე, მიიჩნევდა თუ არა სტარმერი პუტინს სანდოდ, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა უპასუხა: „არასდროს ენდოთ პრეზიდენტ პუტინს, ჩვენ ცხადია, მხარს დავუჭერთ უკრაინას“.
მან დასძინა, რომ პუტინთან მოლაპარაკებების დაწყებისას დიდი ბრიტანეთი მხარს დაუჭერს ტრამპს და ევროპულ ქვეყნებს.