Loading data...
ნორვეგიის თავდაცვის მინისტრი: ნატოში სიტუაცია რთულია, მაგრამ ყურადღება რუსეთზე უნდა გავამახვილოთ

ნორვეგიის თავდაცვის მინისტრის ტორე სანდვიკის თქმით, გრენლანდიის კრიზისის გამო ნატოში ვითარება რთულია, თუმცა დასავლელ მოკავშირეებს უნდა ახსოვდეთ, რომ მათი საერთო მოწინააღმდეგე რუსეთია. ამის შესახებ მან ოსლოში ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა, იტყობინება Reuters-ი. 

სანდვიკმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთი არქტიკაში სამხედრო ყოფნას აძლიერებს.

„ეს რთული დროა. ნატოში სიტუაცია რთულია“, - განაცხადა ნორვეგიის თავდაცვის მინისტრმა.

ამავდროულად, მან აღნიშნა, რომ დასავლეთისა და ნატოს ყველა წევრისთვის მთავარი საფრთხე კვლავ რუსეთია.