Loading data...
ნორვეგიის პრინცესის შვილს 4-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოს სასამართლომ 15 ივნისს ნორვეგიის პრინცესის, მეტე-მარიტის 29 წლის შვილს, მარიუს ბორგ ჰოიბიუს 4-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ის გაუპატიურების ორ ეპიზოდში, ძალადობაში, მუქარაში და ასევე ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ ჩადენილ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევებში დამნაშავედ ცნეს. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.

ჯანმრთელობის პრობლემების გამო ჰოიბიუ განაჩენის გამოცხადებას არ ესწრებოდა. ის სასამართლოს ვიდეოკავშირით აკვირდებოდა.

დედამისი, 52 წლის პრინცესა მეტე-მარიტი ამჟამად მძიმე დაავადებას, ფილტვის ფიბროზს ებრძვის.

ბოლო დროს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. ამის მიუხუდავად, ჰოიბიუს ადვოკატმა განაჩენის გამოცხადებამდე პატიმრობიდან მისი გათავისუფლების თანხმობა არ მიიღო.

პროკურატურა მარიუს ბორგ ჰოიბიუსთვის 7-წლიან პატიმრობას ითხოვდა. დაცვის მხარე კი სასამართლოში შუამდგომლობდა, რომ 1,5-წლიანი პატიმრობით შემოფარგლულიყო.

ჰოიბიუ - მერტე-მერიტის შვილია მისი წინა პარტნიორისგან, რომელიც სამეფო უფლისწულთან, ჰოკონთან ქორწინებამდე ჰყავდა. როდესაც დედამისი პრინცესა გახდა, ბიჭი 3 წლის იყო. ფორმალურად ის ნორვეგიის სამეფო ოჯახის წევრად არ ითვლება.