Loading data...
ნორვეგიის პრემიერი ვლადიმერ პუტინთან ახალ სატელეფონო საუბარს არ გამორიცხავს

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან ახალი სატელეფონო საუბარი, ფინეთის პრეზიდენტ ალექსანდრ სტუბის მონაწილეობით, მართლაც შესაძლებელია. ამის შესახებ ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა იონას გარ სტიორემ განაცხადა.

აღსანიშნავია, რომ ნორვეგიის პრემიერ-მინისტრი და ფინეთის პრეზიდენტი კრემლის ლიდერს უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან პირველად მიმდინარე წლის 27 ოქტომბერს ესაუბრნენ. სატელეფონო საუბარი დაახლოებით 90 წუთს გაგრძელდა.

„ძალიან მოხარული ვარ, რომ ნორვეგიამ და ფინეთმა ეს გამოწვევა [კრემლის ხელმძღვანელთან კონტაქტზე ინიციატივის აღება] მიიღეს და არ გამოვრიცხავ, რომ კიდევ გვექნება საუბარი“, - ხაზგასმით აღნიშნა სტიორემ.