Loading data...
ნორვეგიაში სამგზავრო მატარებელს ცეცხლი გაუჩნდა

ნორვეგიაში, ბერგენიდან ოსლოში მიმავალ მატარებელში ცეცხლი გაჩნდა. ამის შესახებ NRK იტყობინება.

როგორც მედიასაშუალება აღნიშნავს, ცეცხლის გაჩენის გამო სამგზავრო მატარებელი გაჩერდა. დაახლოებით 200 ადამიანის ევაკუაცია განახორციელეს. 

მგზავრები მატარებლიდან ავტობუსებში გადაიყვანეს. 

ადგილზე სახანძრო-სამაშველო ჯგუფები მუშაობენ. 

ამ ეტაპზე უცნობია რა გახდა ინციდენტის მიზეზი.