Loading data...
ნორვეგიაში პრინცესის შვილს ასამართლებენ, რომელსაც გაუპატიურებაში ადანაშაულებენ

ნორვეგიაში დაიწყო მარიუს ბორგ ჰეიბიუს სასამართლო, რომელიც მემკვიდრე პრინცესის, მეტე-მარიტის შვილია. მარიუს ჰეიბიუს გაუპატიურებაში, სხეულის მძიმე დაზიანებებში, დანით მუქარაში და სასამართლოს შემაკავებელი ორდერის დარღვევაში ადანაშაულებენ. პრინცესის შვილი 1-ელ თებერვალს დააკავეს. ინფორმაციას „მედუზა“ ავრცელებს. 

ჰეიბიუ პოლიციამ 2024 წელსაც დააკავა. მაშინ ის ოჯახურ ძალადობაში იყო ეჭვმიტანილი. ასევე ახალგაზრდა კაცი მანქანას მართვის მოწმობის გარეშე მართავდა. საერთო ჯამში პროკურატურის მიერ მომზადებული ბრალდება 32 პუნქტისგან შედგება.

ჰეიბიუ 2017 წელს სასამართლოს წინაშე უკვე წარდგა. მაშინ ის ნარკოტიკების შენახვისთვის 4 ათასი ნორვეგიული კრონით დააჯარიმეს. 2024 წელს დაპატიმრების შემდეგ ჩატარებული ანალიზით დადგინდა, რომ მის სისხლში კოკაინი, ექსტაზი და მარიხუანა იყო აღმოჩენილი.