Loading data...
ნორვეგიაში მასშტაბურმა ხანძარმა 100-ზე მეტი სახლი გაანადგურა - ასობით ადამიანი ევაკუირებულია

ხანძარი ნორვეგიაში

ნორვეგიის დრამენის მუნიციპალიტეტში მასშტაბური ხანძარი საცხოვრებელ ზონაში გავრცელდა, რის შედეგადაც 100-ზე მეტი საცხოვრებელი შენობა დაიწვა, - ამის შესახებ NRK იტყობინება.

როგორც მედია წერს, საგანგებო სიტუაციების სამსახურია თანამშრომლებმა ჯერ კიდევ ვერ შეძლეს ხანძრის სრულად ლოკალიზება. ხანძარი ისევ ვრცელდება.

პოლიციის ოფიცრის ფროდე პრესტჰუსის თქმით, 17 ივლისის საღამოს მონაცემებით, ხანძრის შედეგად 100-ზე მეტი საცხოვრებელი სახლია განადგურებული.

მასშტაბური ხანძრის გამო ასეულობით ადამიანი ევაკუირებული. დაღუპულების ან სერიოზული დაზიანებების შესახებ ინფორმაცია არ დაფიქსირებულა. ერთი მეხანძრე მსუბუქად დაშავდა, რამდენიმე ადამიანი კი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშაა.

ხანძრის ჩასაქრობად ექვსი სახანძრო ვერტმფრენი მუშაობს. ხელისუფლებამ დროებით აკრძალა ამ ტერიტორიაზე ფრენები, მათ შორის დრონების.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.