ნორვეგიამ შეიმუშავა გეგმა, რომელიც რუსეთთან ომის შემთხვევაში მოსახლეობის ევაკუაციას ითვალისწინებს
ნორვეგიის მთავრობამ შეიმუშავა გეგმა, რომელიც რუსეთთან ომის შემთხვევაში მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციას ითვალისწინებს. ამის შესახებ Nexta live იუწყება.
ამ სქემაში შეიარაღებული ძალები, პოლიცია და სამოქალაქო თავდაცვის სამსახური ერთობლივად მონაწილეობენ. ყველაზე საშიშ ზონებად ითვლება ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე რაიონები, რომლებიც რუსეთის საზღვრის მახლობლად, ასევე სამხედრო ობიექტების სიახლოვეს მდებარეობს.
ნორვეგიამ უკრაინის გამოცდილებას იზიარებს. მათ შორის ითვალისწინებს იმ საფრთხეს, რომ რუსეთმა, შესაძლოა, ქვეყნის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე მიიტანოს იერიშები.
„აუცილებელია ნორვეგიაში იმ მიზნების დადგენა, რომლებზეც იერიშები შეიძლება პირველ ეტაპზე განხორციელდეს. ჩვენ ვითვალისწინებთ უკრაინის გამოცდილებას და ვხედავთ, თუ რა ობიექტებს უტევს რუსეთი უკრაინაში“, - განაცხადეს ნორვეგიის სამოქალაქო თავდაცვის სამმართველოში.