Loading data...
ნორვეგია ტრამპის ინიციატივით შექმნილ „მშვიდობის საბჭოს” არ შეუერთდება

ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ანდრეას მოცფელდტ კრავიკმა განაცხადა, რომ ნორვეგია აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ინიციატივით შექმნილ „მშვიდობის საბჭოს“ არ შეუერთდება. 

კრავიკმა განმარტა, რომ ქვეყნისთვის მიუღებელია მონაწილეობა ინიციატივაში, რომელიც ეჭვქვეშ აყენებს გაეროს საფუძვლებსა და პრინციპებს. 

„სრულიად ნათელია, ჩვენ ვერ ვიქნებით იმ სტრუქტურის ნაწილი, რომელიც ეჭვქვეშ აყენებს გაეროს როლს და მოქმედ საერთაშორისო სამართალს. ეს ჩვენთვის აბსოლუტურად შეუძლებელია, არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ უმრავლესობისთვის, ასევე მრავალი სხვა ქვეყნისთვის, რომელთათვისაც გაერო და საერთაშორისო სამართალი მათი საგარეო პოლიტიკის საყრდენია“, — აცხადებენ ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროში. 

ცნობისთვის, 19 იანვარს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც საფრანგეთი აპირებს, ამ ეტაპზე უარი თქვას ინიციატივაში გაწევრიანების მიწვევაზე.

ტრამპმა თავდაპირველად „მშვიდობის საბჭოს“ შექმნა ღაზაში ომის დასრულების გეგმის ფარგლებში გამოაცხადა. 

მშვიდობის საბჭოში“ რუსეთი და ბელარუსიც მიიწვიეს.