1770756670
უცხოეთი
ნიუ-იორკში უკიდურესად დაბალი ტემპერატურის შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა
ნიუ-იორკის მერის ზოჰრან მამდანის ინფორმაციით, ნიუ-იორკში, უკიდურესად დაბალი ტემპერატურის შედეგად, სულ 18 ადამიანი დაიღუპა.
როგორც „ბიბისი“ იტყობინება, იანვრის ბოლოდან ნიუ-იორკში ძლიერი ყინვაა, მათ შორის 13 დღის განმავლობაში ტემპერატურა 0°C ან უფრო დაბალი იყო, რაც ნიუ-იორკში ბოლო 60 წლის განმავლობაში ნულზე დაბალი ტემპერატურის ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი პერიოდია.
„კიდევ ერთი ადამიანი დაიღუპა ჩვენი ქალაქის ქუჩებში. ყველა დაკარგული სიცოცხლე ტრაგედიაა“, - აცხადებს ნიუ-იორკის მერი.