Loading data...
ნიუ-იორკში შენობის ჩამონგრევის შედეგად სულ მცირე ორი ადამიანი დაიღუპა

ნიუ-იორკში შენობა ღია სამშენებლო მოედანზე ჩამოინგრა, რის შედეგადაც სულ მცირე ორი ადამიანი დაიღუპა, 17-ზე მეტი კი დაშავდა. ინფორმაციას BBC ოფიციალური პირების განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს. 

ბრუკლინში, შემთხვევის ადგილზე სამაშველო სამსახურის 250-ზე მეტი თანამშრომელია მობილიზებული. ისინი ცდილობენ, იპოვონ გადარჩენილები, რომლებიც შესაძლოა, სამსართულიანი შენობის ნანგრევებში იყვნენ მოყოლილები.

ინციდენტი ადგილობრივი დროით დაახლოებით 16:00 საათზე მოხდა. ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა შენობის ჩამონგრევის მიზეზი. 

ნიუ-იორკის სახანძრო დეპარტამენტის კომისარმა ლილიან ბონსინიორემ სამაშველო ოპერაციას „უკიდურესად სახიფათო“ უწოდა.

შემთხვევის ადგილზე ნიუ-იორკის მერი ზოჰრან მამდანიც მივიდა. 

CBS News-ის ცნობით, ქალაქის ჩანაწერების თანახმად, ბრუკლინის შენობა 1930 წელს აშენდა.