Loading data...
ნიუ-იორკში NBA-ის ფინალში „ნიუ-იორკ ნიქსის“ გამარჯვების აღნიშვნა არეულობაში გადაიზარდა

ნიუ-იორკში თაიმს სკვერში NBA-ის ფინალში „ნიუ-იორკ ნიქსის“ გამარჯვების აღნიშვნა არეულობაში გადაიზარდა.

როგორც „როიტერი“ იტყობინება, ქალაქის ქუჩებში გამოსულმა გულშემატკივრებმა ერთ-ერთ ავტობუსს ცეცხლი წაუკიდეს, 17 წლის მოზარდი კი ფეხის არეში ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. 

ამასთან, მედიასაშუალების ცნობით, არეულობის შედეგად, სულ მცირე, სამი ავტობუსი დაზიანდა. ცნობილია სამი დაკავებულის შესახებ.

ცნობისთვის, „ნიუ-იორკ ნიქსმა NBA-ის ჩემპიონობა 1973 წლის შემდეგ პირველად მოიპოვა და ფინალში San Antonio Spurs დაამარცხა.