1790172095
უცხოეთი
ნიუ-იორკში მარკო რუბიოსა და სერგეი ლავროვის შეხვედრა მიმდინარეობს
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის ფარგლებში აშშ-ის სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს ხვდება.
როგორც მედიაა წერს, მოლაპარაკებები შესავალი განცხადებების გარეშე დაიწყო და დახურულ ფორმატში გრძელდება.
როგორც რუსული მედია წერს, რუსეთის მხრიდან მოლაპარაკებებში მონაწილეობენ აშშ-ში რუსეთის ელჩი ალექსანდრ დარჯიევი, გაეროში რუსეთის მუდმივი წარმომადგენელი ვასილი ნებენზია, ჩრდილოატლანტიკური მიმართულების დეპარტამენტის დირექტორი ალექსანდრ გუსაროვი, საგარეო პოლიტიკის დაგეგმვის დეპარტამენტის დირექტორი ალექსეი დრობინინი და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი მარია ზახაროვა.