Loading data...
ნიუ-იორკში დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნისას სროლის შედეგად სულ მცირე რვა ადამიანი, მათ შორის ოთხი ბავშვი, დაშავდა - ABC News

ნიუ-იორკის კონი-აილენდის უბანში აშშ-ის დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნისას ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლის შედეგად სულ მცირე რვა ადამიანი, მათ შორის ოთხი ბავშვი, დაიჭრა, იტყობინება ABC News-ი ნიუ-იორკის პოლიციის დეპარტამენტზე დაყრდნობით.

მედიის ცნობით, დაშავებულებს შორის ორი მამაკაცი, ორი ქალი და ოთხი ბავშვია - 14, 12, 7 და 6 წლის.

ნიუ-იორკის პოლიციის დეპარტამენტის ცნობით, ყველა დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს. შვიდი დაშავებული სტაბილურ მდგომარეობაშია, ხოლო 21 წლის ქალი კრიტიკულ მდგომარეობაშია.

პოლიციამ განაცხადა, რომ შემთხვევის ადგილიდან ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს, თუმცა არავინ დაუკავებიათ.

4 ივლისს ამერიკის შეერთებულ შტატებში ქვეყნის დამოუკიდებლობის 250 წლისთავი აღინიშნა.