ნიუ იორკის მერის არჩევნებში ზოჰრან მამდანმა გაიმარჯვა
ნიუ-იორკის მერის არჩევნებში 34 წლის „დემოკრატმა“ ზოჰრან მამდანმა გაიმარჯვა.
მედიის ცნობით, ის ნიუ-იორკის პირველი მუსლიმი მერი იქნება. მამდანიმ ხმების 50,4% მიიღო. მისმა უშუალო კონკურენტმა, დამოუკიდებელმა კანდიდატმა ენდრიუ კუომომ კი ხმების 41,6% დააგროვა.
მამდანის ამომრჩევლები მას მუშათა კლასის გმირს უწოდებენ და იმედოვნებენ, რომ ის შეეცდება მაღალი გადასახადების შემცირებას, მათ შორის ქირის გადასახადების,რომელიც ნიუ იორკში ერთ-ერთი ყველაზე მაღალია მსოფლიოში.
ნიუ-იორკის გარდა არჩევნები ჩატარდა ნიუჯერსიში, ვირჯინიაში და კალიფორნიაში. ნიუჯერსისა და ვირჯინიაში დემოკრატმა კანდიდატებმა გაიმარჯვეს, ხოლო კალიფორნიაში ხმის მიცემა ჯერ კიდევ გრძელდება.
აღსანიშნავია, რომ მამდანის წინააღმდეგ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გამოდიოდა. ის მას „კომუნისტს“ ეძახდა. მანამდე თეთრი სახლის ლიდერი იმუქრებოდა, რომ მამდანის გამარჯვების შემთხვევაში ის ნიუ-იორკს ფედერალური თანხების გამოყოფას შეუმცირებს.