ნიუ-იორკის მერი: სუვერენულ სახელმწიფოზე თავდასხმა ომის აქტია, რეჟიმის შეცვლისკენ სწრაფვა გავლენას ახდენს ნიუ- იორკში მცხოვრებ ვენესუელელებზეც
„სუვერენულ სახელმწიფოზე ცალმხრივი თავდასხმა ომის აქტი და ფედერალური და საერთაშორისო კანონმდებლობის დარღვევაა“, – წერს სოციალურ ქსელში ნიუ-იორკის მერი ზოჰრან მამდანი.
„რეჟიმის შეცვლისკენ ეს აშკარა სწრაფვა არა მხოლოდ საზღვარგარეთ მყოფებს, არამედ ნიუიორკელებზეც პირდაპირ გავლენას ახდენს. მათ შორის ათიათასობით ვენესუელელზეც, რომლებიც ამ ქალაქს სახლს უწოდებენ. ჩემი მთავარი საზრუნავია მათი და ყველა ნიუიორკელის უსაფრთხოება. ჩემი ადმინისტრაცია გააგრძელებს სიტუაციის მონიტორინგს და შესაბამისი მითითებების გაცემას“, – აცხადებს ზოჰრან მამდანი.
I was briefed this morning on the U.S. military capture of Venezuelan President Nicolás Maduro and his wife, as well as their planned imprisonment in federal custody here in New York City.
— Mayor Zohran Kwame Mamdani (@NYCMayor) January 3, 2026
Unilaterally attacking a sovereign nation is an act of war and a violation of federal and…
ინფორმაციისთვის, თეთრი სახლის ლიდერმა დონალდ ტრამპმა 3 იანვარს განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა წარმატებით განახორციელა დარტყმა ვენესუელისა და ნიკოლას მადუროს წინააღმდეგ, რომელიც მეუღლესთან ერთად დააკავეს და ქვეყნიდან გაიყვანეს.
ამერიკული მედიის ინფორმაციით, მადურო ბრუკლინში წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს.
ვენესუელის უზენაესმა სასამართლომ ვიცე-პრეზიდენტ დელსი როდრიგესს პრეზიდენტის მოვალეობის შესრულება დაავალა.