ნიკოლოზ სამხარაძე: ფხიზელ გონებაზე მყოფი ადამიანი ვერ იტყვის, რომ საქართველოში რუსეთი იმარჯვებს
ცოტა ხნის წინ კაია კალასმა განაცხადა, ისეთ მდგომარეობაში ვართ, დალევა უნდა დავიწყოთო. ადამიანი როცა ამბობს, რომ რუსეთი იმარჯვებს, მგონი, ის სწორედ ალკოჰოლური თრობის ქვეშაა, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე გაფართოების საკითხებში ევროკომისრის, მარტა კოსის განცხადებას.
მისი თქმით, ფხიზელ გონებაზე მყოფი ადამიანი ვერ იტყვის, რომ საქართველოში რუსეთი იმარჯვებს.
„ერთად სმას რომ აგრძელებენ, სწორედ ამის შედეგია. ფხიზელ გონებაზე მყოფი ადამიანი ვერ იტყვის, რომ საქართველოში რუსეთი იმარჯვებს. ამ განცხადებაზე სხვა შეფასების გაკეთება შეუძლებელია“, - აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.
ცნობისთვის, მარტა კოსმა აღნიშნა: „კონტინენტზე დემოკრატიის უსაფრთხოების ბადე უნდა გავშალოთ, გაფართოება გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ გაფართოება, ყველა ხედავს, რა ხდება საქართველოში, როცა რუსეთი იმარჯვებს“.