Loading data...
ნიკოლას მადურო ბრუკლინში წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს

ვენესუელის პრეზიდენტი ნიკოლას მადურო ნიუ-იორკში, ბრუკლინის მეტროპოლიტენის დაკავების ცენტრში გადაიყვანეს, - აღნიშნულის შესახებ CNN-ი სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებზე დაყრდნობით იტყობინება. 

მედიასაშუალების ცნობით, მადურო წინასწარი დაკავების იზოლატორში სამართალდამცავი ორგანოების ავტომობილების კოლონით მიიყვანეს.

ამასთან, როგორც NBC News-ს ორმა წყარომ განუცხადა, ვენესუელის პრეზიდენტი ნიკოლას მადურო შესაძლოა ორშაბათს ნიუ-იორკში სასამართლოს წინაშე წარდგეს. 

ინფორმაციისთვის, თეთრი სახლის ლიდერმა დონალდ ტრამპმა 3 იანვარს განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა წარმატებით განახორციელა დარტყმა ვენესუელისა და ნიკოლას მადუროს წინააღმდეგ, რომელიც მეუღლესთან ერთად დააკავეს და ქვეყნიდან გაიყვანეს.