ნიკოლაი პატრუშევი: რუსეთი ბალტიის ზღვაში ბლოკადის შემთხვევაში სამხედრო-საზღვაო ფლოტს გამოიყენებს
რუსეთი ბალტიის ზღვაში ბლოკადის შემთხვევაში სამხედრო-საზღვაო ფლოტს გამოიყენებს, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ ნიკოლაი პატრუშევმა განაცხადა.
მისი თქმით, ნატო „ფაქტობრივად ქმნის მრავალეროვან დაჯგუფებას, რომელიც ორიენტირებულია შეტევით მოქმედებებზე“, ხოლო ფინეთი საკუთარ სამხედრო-საზღვაო ძალებს ამარაგებს დარტყმითი შეიარაღების მქონე კორვეტებით, რომლებიც „მისწვდებიან“ რუსეთის ჩრდილო-დასავლეთ რეგიონებს.
„სხვა საკითხებთან ერთად, ნატოს გეგმებში შედის კალინინგრადის რეგიონის ბლოკადა, სავაჭრო გემების დაკავება და წყალქვეშა კომუნიკაციების საბოტაჟი, რაშიც მოგვიანებით ცინიკურად დაგვადანაშაულებენ.
პირველ ნაბიჯად ჩვენ გამოვიყენებთ საერთაშორისოდ აღიარებულ პოლიტიკურ-დიპლომატიურ და სამართლებრივ მექანიზმებს. თუ ეს სიტუაცია მშვიდობიანად ვერ მოგვარდება, ბლოკადას გაარღვევს სამხედრო-საზღვაო ფლოტი“, - აღნიშნა პატრუშევმა.