1789541997
უცხოეთი
ნიკოლაევის ოლქში მიკროავტობუსზე საჰაერო იერიშს 5 ადამიანი ემსხვერპლა
რუსულმა ძალებმა ნიკოლაევის ოლქში მიკროავტობუსზე საჰაერო იერიში განახორციელეს. დაიღუპა 5 და დაიჭრა 7 ადამიანი. ინფორმაციას „რბკ უკრაინა“ ავრცელებს.
დნეპროპეტროვსკის ოლქის ხელმძღვანელის, ალექსანდრე განჟას ცნობით, მიკროავტობუსზე იერიში დრონით განხორციელდა.
მომხდართან დაკავშირებით დნეპროპეტროვსკის საოლქო პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა.