Loading data...
ნიკოლ ფაშინიანი: სომხეთი, შესაძლოა, ევროკავშირის წევრი არ გახდეს

სომხეთი შესაძლოა, ევროკავშირის წევრი არ გახდეს, - ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა სომხეთის დემოკრატიის ფორუმზე გამართულ პანელურ დისკუსიაზე განაცხადა.

„მთავრობა და პოლიტიკური უმრავლესობა აცხადებს, რომ ჩვენი მიზანია ევროკავშირის სტანდარტების მიღწევა ყველა სფეროში. ეს უმნიშვნელოვანესია, რადგან ბევრი ამაში გარკვეულ გეოპოლიტიკურ შედეგებს ხედავს.

დემოკრატიული რეფორმების თვალსაზრისით შემდეგი ნაბიჯი იქნება იმის დადასტურება, რომ სომხეთის ერთგულება ევროკავშირის ღირებულებების მიმართ უდავო და ურყევია“, - აღნიშნა ფაშინიანმა.