Loading data...
ნიკოლ ფაშინიანი მოსკოვში ჩავიდა

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი მოსკოვში ჩაფრინდა. ის რუსეთის დედაქალაქში ევრაზიული ეკონომიკური საბჭოს სხდომას ჩაატარებს. ამ ორგანიზაციის თავმჯდომარე ქვეყანა ამჟამად სომხეთია. ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს.

ასევე დაგეგმილია ფაშინიანის და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა. დაგეგმილი შეხვედრის კომენტირებისას პუტინის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა მას „დროული და საჭირო“ უწოდა.

მანამდე ფაშინიანმა განაცხადა, რომ ის მოსკოვში 9 მაისის საზეიმო ღონისძიებებს არ დაესწრება.

„მე მგონი ცოტა უცნაური იქნებოდა, თუ სომხეთის ლიდერი ყოველ წელს მოსკოვში 9 მაისის აღლუმს დაესწრება“, - განაცხადა ფაშინიანმა.

მანამდე ფაშინიანი 7 მაისს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ინაუგურაციასაც არ დაესწრო.