ნიკოლ ფაშინიანი ამტკიცებს, რომ სომხეთს ვერავინ აიძულებს რუსეთის წინააღმდეგ ზომები მიიღოს
„რუსეთის ინტერესებისთვის ზიანის მიყენება ჩვენს დღის წესრიგში არ არის, არ ყოფილა და არც იქნება, ეს გამორიცხულია, ვერავინ გვაიძულებს რუსეთის წინააღმდეგ ზომების მიღებას“, - ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.
ფაშინიანის თქმით, რუსეთთან კამათს არ აპირებს.
„ჩვენ რუსეთთან კამათს არ ვაპირებთ. პუტინთან და მიშუსტინთან ძალიან პირდაპირი და თბილი ურთიერთობა მაქვს. ეს არის ჩვენი სტრატეგია: ჩვენ არ ვიმოქმედებთ რუსეთის წინააღმდეგ, არამედ ყოველთვის ვიმოქმედებთ სომხეთის რესპუბლიკის ინტერესების შესაბამისად. მე ვუთხარი ჩემს რუს კოლეგებს, რომ 2020 წლის 8 აგვისტოს ხელი მოვაწერეთ შეთანხმებას, რომელსაც რუსეთს ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ვთავაზობდით. მხოლოდ ხუთი სიტყვა გვჭირდებოდა: ტერიტორიული მთლიანობა, სუვერენიტეტი, იურისდიქცია, ორმხრივობა და საზღვრების ხელშეუხებლობა. ჩაწერეთ ეს ხუთი სიტყვა და მე ნებისმიერ დროს მოვაწერ ხელს“, – განაცხადა ფაშინიანმა.