1766481155
უცხოეთი
ნიდერლანდებში „სინათლის აღლუმის“ დროს მანქანა ხალხში შევარდა - დაშავდა ცხრა ადამიანი
ნიდერლანდების ქალაქ ნუნშპიტში შობის წინა ზეიმის დროს ავტომობილი ხალხში შევარდა, რის შედეგადაც ცხრა ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.
ინციდენტი 22 დეკემბრის საღამოს ამსტერდამის აღმოსავლეთით მდებარე პატარა ქალაქ ნუნშპიტში „სინათლის აღლუმის“ წინ მოხდა. მანქანა მოულოდნელად ქუჩაში მდგომ ადამიანებს შეეჯახა. ცხრა ადამიანმა სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები მიიღო, მათგან სამი მძიმედაა დაშავებული.
მანქანის მძღოლი მეზობელ სოფელში მცხოვრები 56 წლის ქალი იყო. ის ინციდენტის შემდეგ დააკავეს. პოლიციის განცხადებით, ისინი დანაშაულის ნიშნებს ვერ ხედავენ და ინციდენტის კონკრეტული მიზეზები დგინდება. მერმა აღნიშნა, რომ, სავარაუდოდ, ეს უბედური შემთხვევა იყო.