ნიდერლანდების ულტრამემარჯვენე პარტიამ „დემოკრატიის ფორუმი” უარი თქვა დაესწროს პარლამენტის სხდომას, სადაც ვოლოდიმირ ზელენსკი სიტყვით გამოდის
ნიდერლანდების ულტრამემარჯვენე პარტიის „დემოკრატიის ფორუმი” ლიდერმა, ლიდევი დი ვოსმა X-ზე დაწერა, რომ პარტიის წარმომადგენლები უარს აცხადებენ დაესწრონ პარლამენტის სხდომას, სადაც ზელენსკი სიტყვით გამოდის.
მისი თქმით, სხდომას იმ შემთხვევაში დაესწრებოდნენ, მათთვის შეკითხვების დასმის შესაძლებლობა რომ ყოფილიყო უზრუნველყოფილი, თუმცა არსებული ფორმატი მისი თქმით, „არასწორია”.
ის წერს, რომ უნდა მოითხოვონ, აშშ და რუსეთი მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდნენ, რათა მსოფლიოში მშვიდობა საბოლოოდ დამყარდეს.
„დღესაც, „დემოკრატიის ფორუმის” წარმომადგენლები პარლამენტში ზელენსკის სიტყვით გამოსვლას არ დაესწრებიან. კითხვების დასმის შესაძლებლობა რომ გვქონოდა, რა თქმა უნდა, მონაწილეობას მივიღებდით, მაგრამ ამჟამინდელი ფორმატი ფუნდამენტურად არასწორია: ის თითქოს გულისხმობს, რომ ეს „ჩვენი ომია“ და ამით წარმოადგენს შენიღბულ მხარდაჭერას.
ჩვენ ამას არ ვაპირებთ, ასეთ პროცესში მონაწილეობას ვერ მივიღებთ. ზელენსკის მეშვეობით კონფლიქტის შემდგომი ესკალაციის მხარდაჭერის ნაცვლად, ჩვენ უნდა მოვითხოვოთ, რომ აშშ და რუსეთი მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდნენ და შეთანხმებას მიაღწიონ, რათა ჩვენს კონტინენტზე საბოლოოდ დამყარდეს მშვიდობა”, - დაწერა ლიდევი დი ვოსმა.
Ook vandaag zullen de Tweede en Eerste Kamerfracties van @fvdemocratie niet aanwezig zijn bij de toespraak van Zelensky in ons parlement. Indien we in de gelegenheid zouden worden gesteld vragen te stellen, waren wij uiteraard wél aanwezig geweest - maar de huidige opzet is…
— Lidewij de Vos (@lidewij_devos) December 16, 2025