1767604237
უცხოეთი
ნიდერლანდების უდიდესმა აეროპორტმა თოვლისა და ყინულის გამო 450 რეისი გააუქმა
სხიპჰოლის აეროპორტმა, რომელიც ნიდერლანდების მთავარი და უდიდესი საერთაშორისო აეროპორტია და ერთ-ერთი უდიდესი ევროპაში, ცუდი ამინდის გამო მინიმუმ 450 რეისი გააუქმა.
როგორც მედია წერს, მოსალოდნელია, რომ ეს რიცხვი კიდევ გაიზრდება.
2 იანვარს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნიდერლანდებში, სხიპჰოლის აეროპორტში ცუდი ამინდის გამო, სულ მცირე, 200 რეისი გაუქმდა.