1768741596
უცხოეთი
ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი: ტრამპის მუქარა ევროპის ქვეყნების წინააღმდეგ ტარიფების დაწესების შესახებ შანტაჟია
ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრის დევიდ ვან ვილის განცხადებით, ტრამპის მუქარა ევროპის ქვეყნების წინააღმდეგ ტარიფების დაწესების შესახებ შანტაჟია.
„რასაც ის აკეთებს, შანტაჟია... და ეს აუცილებელი არ არის. ეს არც ალიანსს (ნატოს) ეხმარება და არც გრენლანდიას“, - განაცხადა დევიდ ვან ვილმა ნიდერლანდების ტელევიზიასთან ინტერვიუში.
ვან ვილის თქმით, ევროპის ქვეყნების მონაწილეობა გრენლანდიაში მიმდინარე ნატოს წვრთნებში მიმართულია უსაფრთხოების საკითხებისადმი სერიოზული დამოკიდებულების დემონსტრირებისკენ.