Loading data...
ნიდერლანდების პრემიერი: სამშვიდობო სამიტზე რუსეთის არყოფნა სწორი გადაწყვეტილებაა

შვეიცარიაში უკრაინის სამშვიდობო სამიტზე რუსეთის არყოფნა არის სწორი გადაწყვეტილება. მშვიდობა დადგება მაშინ, როდესაც რუსეთის ფედერაცია დაიწყებს საერთაშორისო სამართლის პატივისცემას, - ამის შესახებ მშვიდობის სამიტზე ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა მარკ რუტემ განაცხადა.

მან აღნიშნა, რომ სამშვიდობო სამიტის მონაწილეები აგზავნიან სიგნალს, რომ არა მარტო უკრაინას სურს მშვიდობა, არამედ მთელ მსოფლიოს.

„ჩვენ ყველა ვთანხმდებით, რომ რუსეთი არ უნდა იყოს ახლა ამ მაგიდასთან. მშვიდობა მოვა მხოლოდ მაშინ, როდესაც რუსეთი დაეთანხმება ყველა საერთაშორისო პრინციპს და გაეროს წესდებას“, - აღნიშნა მან.

ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ პარტნიორები გააგრძელებენ უკრაინის მხარდაჭერას.