ნიდერლანდების პარტია „თავისუფლების“ ლიდერი: ევროკავშირის ჩარევა რომ არა, შეიძლებოდა 2025 წლის არჩევნები მოგვეგო
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის იურიდიული კომიტეტის შუალედურ დასკვნას, სადაც ევროკავშირის მიერ წევრი სახელმწიფოების არჩევნებში ჩარევის ფაქტებზე წერია, ევროპელი პოლიტიკოსები გამოეხმაურნენ.
ნიდერლანდების პარტია „თავისუფლების“ ლიდერი და პარლამენტარი გერტ ვილდერსი აცხადებს, რომ ევროკავშირის ჩარევის გარეშე 2025 წლის საპარლამენტო არჩევნებში მის პარტიას გამარჯვების რეალური შესაძლებლობა ჰქონდა.
„ევროკავშირის ჩარევა რომ არა, შეიძლებოდა 2025 წლის არჩევნები მოგვეგო, რადგან ჩვენ მხოლოდ ხმათა 0,2%-ით წავაგეთ გამარჯვებულ მემარცხენე ლიბერალებთან. ანუ, მე, როგორც ჩემი პარტიის ლიდერს, შემეძლო ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი გავმხდარიყავი“, - წერს გერტ ვილდერსი.
So maybe without interference of the EU we could have won the elections in 2025 - we lost with only 0.2% less votes than the winning left liberal D66 - and I as leader of the PVV could have been Prime Minister of The Netherlands. What a scam that would be! https://t.co/ED1kDVuzFM
— Geert Wilders (@geertwilderspvv) February 5, 2026