ნიდერლანდები ამ დროისთვის პალესტინის სახელმწიფოს აღიარებას არ გეგმავს - საგარეო საქმეთა მინისტრი

ნიდერლანდების მთავრობა ღაზას სექტორთან დაკავშირებით საზოგადოების მზარდი შეშფოთების მიუხედავად, ამ ეტაპზე გამორიცხავს პალესტინის სახელმწიფოს აღიარებას, თუმცა აცხადებს, რომ ომის შედეგად განადგურებულ ტერიტორიაზე ისრაელის ქმედებები მისივე უსაფრთხოებას ძირს უთხრის.
ნიდერლანდების პოზიცია ეწინააღმდეგება ნატოს ზოგიერთი მოკავშირის, განსაკუთრებით საფრანგეთის პოზიციას, რომელმაც განაცხადა, რომ სექტემბერში პალესტინის სახელმწიფოებრიობას აღიარებს. დიდმა ბრიტანეთმაც განაცხადა, რომ ამას გააკეთებს, თუ ისრაელი არ გადადგამს ნაბიჯებს ღაზაში ჰუმანიტარული მდგომარეობის შესამსუბუქებლად და არ დათანხმდება ცეცხლის შეწყვეტას.
„ნიდერლანდები ამ დროისთვის პალესტინის სახელმწიფოს აღიარებას არ გეგმავს“, - განაცხადა ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრმა კასპარ ველდკამპმა ღაზას სექტორთან დაკავშირებულ საგანგებო საპარლამენტო დებატებზე.
ველდკამპი ასევე უარყოფს მოწოდებებს, შეაჩეროს იარაღის იმპორტი ისრაელიდან და აღნიშნა, რომ ნიდერლანდები უპირატესობას ანიჭებს ადგილობრივ და ევროკავშირის შესყიდვებს, ვიდრე მესამე ქვეყნებიდან შესყიდვებს.
თუმცა, მისი თქმით, ნიდერლანდებმა უკვე გადადგა „მნიშვნელოვანი ნაბიჯები“, მათ შორის ორი ულტრამემარჯვენე ისრაელელი მინისტრისთვის მოგზაურობის აკრძალვა და დასძინა: „ეს ომი აღარ არის სამართლიანი ომი და ახლა ისრაელის საკუთარი უსაფრთხოებისა და იდენტობის ეროზიას იწვევს“.