New York Times: „დონილენდი“? უკრაინამ წარმოადგინა წინადადება, კიევის მიერ კონტროლირებად დონბასის ნაწილს, ტრამპის პატივსაცემად სახელი გადაერქვას
„ნიუ-იორკ თაიმსის“ წყაროების ცნობით, შეერთებულ შტატებთან უკრაინელმა მომლაპარაკებლებმა წამოჭრეს იდეა, რომ უკრაინის მიერ კონტროლირებად დონბასის ნაწილს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის პატივსაცემად „დონილენდი“ დაერქვას.
გამოცემის თანახმად, ეს სახელი ნაწილობრივ ხუმრობით იყო ნახსენები, როგორც დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის დარწმუნების მცდელობა, რათა ამ უკანასკნელმა უფრო მკაცრი პოზიცია დაიკავოს მოსკოვის ტერიტორიულ პრეტენზიებთან დაკავშირებით.
NYT-ის წყაროების ცნობით, სახელის შეცვლის წინადადება ოფიციალური დოკუმენტების პროექტში არ ფიგურირებს და მხოლოდ კონსულტაციების დროს წამოიჭრა.
„უკრაინელმა მომლაპარაკებელმა პირველად ახსენა ტერმინი, ნაწილობრივ ხუმრობით, ეს ტრამპის ადმინისტრაციის დარწმუნების მიზნით იყო, რათა უფრო აქტიურად გაეწიოს წინააღმდეგობა რუსეთის მოთხოვნებს“, - წერს მედიასაშუალება წყაროებზე დაყრდნობით.
სტატიაში აღნიშნულია, რომ განიხილებოდა ამ ტერიტორიის მომავალი სტატუსის სხვა ვარიანტებიც, მათ შორის: დემილიტარიზებული ზონა; თავისუფალი ეკონომიკური ზონა; ნაწილობრივ ავტონომიური ერთეულის მოდელი, რომელიმე მხარის სრული კონტროლის გარეშე.
ერთ-ერთი სამუშაო ვარიანტი, სავარაუდოდ, ე.წ. „მონაკოს მოდელი“ იყო.
„რუსეთი კვლავ დაჟინებით მოითხოვს უკრაინული ჯარების სრულ გაყვანას დონბასიდან, მათ შორის იმ ტერიტორიიდან, რომლის ოკუპაციაც ვერ მოახდინა“, - წერს მედიასაშუალება.